ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიამ მოსწავლეების მიღება დაიწყო
ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიამ მოსწავლეების მიღება დაიწყო. რეგისტრაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო. ვარლამ წიკლაურმა მოზარდებს, მათ მშობლებს და მწვრთნელებს აკადემიაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ახალციხის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიაში სწავლას მერია აფინანსებს. აკადემიაში 4-დან 14 წლამდე ვაჟები და გოგონები ისწავლიან
