აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა
აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქციის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონოდ შეინახა და გაასაღა ალკოჰოლური სასმელი და ის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება კი გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა ადამიანების გამოვლენისა და მხილების მიზნით. დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
