ვიქტორ ორბანისადმი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვიქტორ ორბანისადმი ტრამპის მხარდაჭერას, Facebook-ში ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ლევან მაჭავარიანი, რადიკალების იმ ლოგიკაზე წერს, რომელთა აზრით, ორბანი პუტინის კაცია და სვამს რიტორიკულ კითხვას, რომ რადიკალების ლოგიკის განვითარებით ტრამპიც პუტინის კაცი გამოდის. დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს მომავალ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, უნგრეთის პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ტრამპის თქმით, ამაყობს, რომ 2022 წელს მხარი დაუჭირა ორბანის ხელახალ არჩევას
