ოპოზიცია ისევ ისტერიაშია - რადიკალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ამერიკაში ვიზიტი აშფოთებთ
ოპოზიცია ისევ ისტერიაშია. რადიკალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ამერიკაში ვიზიტი აშფოთებთ. კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს საზოგადოებას არარსებული რეალობა და მათ მიერ გამოგონილი ამბები დააჯეროს. მმართველ გუნდი კი ინარჩუნებს ოპტიმიზმს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ამერიკაში ვიზიტის დეტალებზე ამ დრომდე, არც ამერიკის საელჩო და არც სუსი არ ლაპარაკობს. საელჩოს განცხადებიდან ვიცით ის, რომ შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გაიმართა. სუსის განცხადებით კი, მამუკა მდინარაძე ამერიკულმა მხარემ მიიწვია
