ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენებზე
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო საფრანგეთში ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ბუნებრივი ღვინოების გამოფენაში, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9-ა მარანი მონაწილეობდა, ხოლო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ გამოფენაზე, ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმებზე ქართულმა ღვინომ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
