ტრამპი BBC-ის წინააღმდეგ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი BBC-ის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესი ორ დღეში დაიწყება. დონალდ ტრამპი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვაში ადანაშაულებს და კომპენსაციის სახით 10-თ მილიარდ დოლარს ითხოვს. სკანდალის ფონზე, BBC-ის 600 მილიონი გირვანქა-სტერლინგის ოდენობის ხარჯების შემცირება უწევს. “გარდიანის” ცნობით, მაუწყებელმა თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლებისა და გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
