მდინარაძის ვიზიტი - ოპოზიციის ისტერია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ოპოზიციის თავსატეხად იქცა. სპეკულაციისათვის უწყების და ამერიკული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიღმა, სხვადასხვა ვერსიას ხედავენ და ავრცელებენ. ხელისუფლება და მმართველი გუნდი კი ვაშინგტონისგან ახალ ამბებს მოთმინებით და სიმშვიდით უცდის. ბოლო დროს ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მაღალ დონეზე არაერთი კომუნიკაცია შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისაგან დადასტურდა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
