ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო - ხორვატიის ბიზნეს-ფორუმი გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო - ხორვატიის ბიზნეს-ფორუმი გახსნა. ღონისძიება, რომელსაც ორივე ქვეყნის დაახლოებით 100-მდე ბიზნესმენი დაესწრო, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო - ხორვატიას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების დინამიკა და აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებობს.
