პირველი აპრილიდან ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვა დაწესდება
პირველი აპრილიდან ექვს წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვა დაწესდება. აკრძალვა არ შეეხება ავტომობილებს, რომლებიც უკვე ჩამოყვანილია საქართველოში ან რომლებსაც პირველ აპრილამდე შეიძენენ. გადაწყვეტილების მიზანია ავტოპარკის ეტაპობრივი განახლება და ადამიანების ჯანმრთელობის და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა.
