ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნეტგაზეთის შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნეტგაზეთის შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის. მისივე თქმით, ამერიკა რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და განაგრძობს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.
