ვის შეხვდა სუსის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა
საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა, ასახელებენ რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა. ამ ვერსიაზე მტკიცებით ფორმაში წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო შენგელია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის დღის წესრიგში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ შედის და სწორედ ამას უკავშირდება მათი აქტიურობა. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დაიწყება
