გერმანიის საელჩოს მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ რჩება “ქრონიკის” კითხვა
გერმანიის საელჩოს მხრიდან ამ დრომდე უპასუხოდ რჩება “ქრონიკის” კითხვა - რა თემები განიხილეს და რა მიზანი ჰქონდა ეკა გიგაურისა და პეტერ ფიშერის შეხვედრას. ფარულ შეხვედრაზე, რომელიც გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა პოლიტიკური შეფასებები კეთდება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართველ ხალხს აინტერესებს, რატომ ცდილობს გერმანიის ელჩი, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზეც, სადაც საქართველოსთან მიმართებით მონაცემების განახლება არ ხდება
