შეზღუდვები პლასტიკის პროდუქციაზე
საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება პირველი ივლისიდან იკრძალება, 2027 წლის პირველი თებერვლიდან კი აიკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება. კვლევების მიხედვით, პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოზე. საკითხზე მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
