სიახლე ავტომობილების იმპორტზე
6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება. ინიციატივამ ქვეყანაში მანქანების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე უნდა შეამციროს. გადაწყვეტილება არ შეეხება რეექსპორტს. ის ადამიანები, კი რომლებმაც ავტომანქანები უკვე შეიძინეს, ან პირველ აპრილამდე შეიძენენ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას აქამდე მოქმედი რეგულაციით შეძლებენ. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
