რკინიგზის მოდერნიზაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან ერთად, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ალან პერსელს და სარკინიგზო ტრანსპორტის ამერიკული მანქანათმშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. აღინიშნა, რომ საქართველო მიმდინარე წელს 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს „საქართველოს რკინიგზის“ სავაგონე და სალოკომოტივო პარკის განახლებისთვის. ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება კი მთავრობის პრიორიტეტული საკითხია, კომპანიის წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს რკინიგზის მიერ სალოკომოტივო პარკის განახლების პროექტთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რკინიგზა ამერიკულ კომპანიას მიაწვდის დეტალურ ინფორმაცია მომავალი შესყიდვის შესახებ. საუბარი შეეხო ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტი
