შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ, ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. მიზანი საქართველოს პოზიციის გადაცემა იყო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი ზომების დაცვისა და სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთა-პრევენციის მიზნით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის თაობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის ძალისხმევის, პრაქტიკულად გატარებული ღონისძიებებისა და გამოვლენილი შემთხვევების თაობაზე ინფორმაცია, ანგარიშების სახით, რეგულარულად მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, უპირველესად კი, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყულევის ნავსადგურის ევროკავშირის სანქციების სიაში შესაძლო დამატების თაობაზე, სამინისტროს შეფასებით, ყოვლად გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ყულევის პორტში სანქცირებული გემის მიღების და/ან სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ყულევის ნავსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა ან შენიშვნა არ ყოფილა. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მხედველობაში მიიღებენ ობიექტურ ფაქტებს და რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესებით, ზიანს არ მიაყენებენ კასპია - შავი ზღვა - ევროპის სტრატეგიულ დერეფანსა და ევროკავშირის „შუა დერეფნის“ ინიციატივას, რომლის განუყოფელი ნაწილია ყულევის ნავსადგურიც
