ხორვატიის პრეზიდენტის ვიზიტი
საქართველოს აშანტაჟებენ - ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტმა თბილისიდან თქვა. ზორან მილანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისიც დაადასტურა, რამდენად უცნაურია რუსეთის აგენტობას აბრალებდე ქვეყანას, რომელსაც ამ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვს და რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული. ევროპელი მინისტრები თბილისის მიტინგებზე- ხორვატ ლიდერს არც ეს უცნაურობა გამორჩენია. საქართველოს პრეზიდენტმა კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირთან განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ურთიერთობის ნორმალიზების იმედი გამოთქვა. შეხვედრები შედგა მთავრობის მეთაურთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
