სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების შესწავლის პარალელურად, მთავრობა მუშაობას იწყებს პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების კუთხითაც
სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების შესწავლის პარალელურად, მთავრობა მუშაობას იწყებს პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების კუთხითაც. პრემიერ-მინისტრმა ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა, ამ მიმართულებით სამართლიანი სისტემის შექმნა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის
