ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, მოგვიანებით კი პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა და მიმდინარე გლობალური პროცესები განიხილეს. ჩატარდა ერთობლივი ბრიფინგი. პრეზიდენტებმა საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრეს. ხორვატიის პრეზიდენტმა საქართველოს სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა
