პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მხრივ კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებში
