ფარული შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში
ფარული შეხვედრა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში. ეკა გიგაური პეტერ ფიშერს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა „ქრონიკის“ კონკრეტულ კითხვებს არ უპასუხა, თქვა მხოლოდ ის, რომ დიპლომატებს ხშირად ხვდება და ილაპარაკა ყველაფერზე. დამატებითი კითხვების საპასუხოდ კი ეკა გიგაურისგან, ტრადიციულად, ისევ ტელეკომპანია „იმედის“ შეურაცხმყოფელი ფრაზები მოვისმინეთ. რა მიზანი ჰქონდა შეხვედრას, ამ კითხვით „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს მიმართა და პასუხს ველოდებით
