ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროპა ენერგოპოლიტკის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროპა ენერგოპოლიტკის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ იყო ევროპაში და იქაურობა ვეღარ იცნო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ევროკავშირში ქარის გენერატორების მასშტაბური გამოყენება დაასახელა. დონალდ ტრამპის თქმით, ევროპელ ლიდერებს ის ამ კრიტიკის გამო არ მოსწონთ, თუმცა თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ მის მოსაზრებას ევროპელი ხალხი იზიარებს.
