პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
პატრიოტიზმი არა ხმამაღალ ლოზუნგებში, არამედ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია- სტატუსს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს. შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ემანუელ მაკრონმა რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე ილაპარაკა. გეოგრაფიას ვერ შეცვლი, ვერც ისტორიას წაშლი, ამ სიმართლეს ვინც თვალს უსწორებს, ის ქვეყანას იცავს- წერს შალვა პაპუაშვილი.
