დეზინფორმაცია და წახალისებული ძალადობა
სიტყვები, რომელიც ქმედებებს ეწინააღმდეგება. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელს, თბილისიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ქართველი ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება. მეგობრობა პასუხისმგებლობით, ქართველი ხალხის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემით მტკიცდება. ამ ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლის მოწოდებები ქართველი რადიკალებისადმი „მაიდნის“ მოწყობისკენ და მათი წახალისება საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუმცა წუხილი არავის გამოუთქვამს და სტოკჰოლმიდან მხოლოდ უსაფუძვლო კრიტიკა ისმის.
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
