გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპა პუტინის ომის მანქანის დაფინანსებაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპა პუტინის ომის მანქანის დაფინანსებაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე. სერ რიჩარდ მურის თქმით, ევროპისთვის სამარცხვინო სტატისტიკაა, რომ ისინი ჯერ კიდევ ყიდულობენ იაფ რუსულ საწვავს, რითაც რუსეთის პრეზიდენტს კომფორტს უქმნიან. ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, რეალურად ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.
