უნგრეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ ევროპა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გაგზავნით 800 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვას დააფინანსებს
უნგრეთის პრემიერ მინისტრი წერს, რომ ევროპა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გაგზავნით 800 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვას დააფინანსებს. ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ომი მიგრაციას ჰგავს- ერთხელ თუ ჩაები, უკან დახევა შეუძლებელი ხდება. ევროპელი ლიდერები კი დაუსრულებელი კონფლიქტის ხაფანგში არიან გაბმულნი. უნგრეთის პრემიერი უკრაინის ევროკავშირში 2027 წელს გაწევრების ბრიუსელისეულ გეგმას უნგრეთისთვის ომის გამოცხადებას უწოდებს, რადგან ბუდაპეშტი უკრაინის ევროინტეგრაციის წინააღმდეგია
