კიტ კელოგი ქვეყნიდან წასულ უკრაინელ მამაკაცებს უკრაინაში დაბრუნებისა და რუსეთთან ბრძოლისკენ მოუწოდებს
უკრაინის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი კიტ კელოგი ქვეყნიდან წასულ უკრაინელ მამაკაცებს უკრაინაში დაბრუნებისა და რუსეთთან ბრძოლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საკუთარი ქვეყნისთვის ყველა უკრაინელმა უნდა იბრძოლოს. ამასთან კელოგი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში კიევი ტერიტორიულ დათმობაზე არ უნდა წავიდეს, მისი თქმით დონეცკის ოლქთან დაკავშირებული კომპრომისი უკრაინისთვის სტრატეგიული შეცდომა იქნება, რაც რუსების აგრესიას არ შეაჩერებს.
