მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
საპატიო სიგელები გადაეცა 13 მეცნიერ ქალს ამ სფეროში. ღონისძიებაზე ითქვა, რომ ქალ მეცნიერებს დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის გაძლიერებაში და მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა სამეცნიერო საქმიანობაში. ღონისძიებას განათლების მინისტრიც ესწრებოდა.
