საქართველოს პარლამენტში გაიმართა ღონისძიება თემაზე „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია"
საქართველოს პარლამენტში გაიმართა ღონისძიება თემაზე „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“. მიზანი ბიოტექნოლოგიის დარგში ქალთა როლის, პროფესიული გამოცდილებისა და მიღწევების წარმოჩენა იყო. ისაუბრეს დარგის განვითარებაზე, სამეცნიერო პოტენციალზე და ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. ბიოტექნოლოგ ქალებს შესაბამისი სიგელებიც გადაეცათ. ღონისძიებას განათლების მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.
