გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი პირის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. საქმე ეხება მათ მიმართ გუშინ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალს, რომლის მიხედვითაც ავალიანის საქმის მთავარი ფიგურანტები სხვადასხვა დროს, წინასწარ ორგანიზებულ ძალადობრივ ქმედებებშიც მონაწილეობდნენ. ამის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. სამივე ბრალდებული გიგა ავალიანის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თუმცა პროცედურულად სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე დამატებით წარდგენილი ბრალის ფარგლებში მსჯელობს.
