კანადაში, საშუალო სკოლის შენობასა და ახლომდებარე საცხოვრებლ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
კანადაში, საშუალო სკოლის შენობასა და ახლომდებარე საცხოვრებლ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. თავდასხმა ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში მოხდა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი სკოლაში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ცნობით, მას თვითდაზიანებები აქვს მიყენებული. წინასწარი ვერსიით, საშუალო სკოლასა და საცხოვრებელ სახლში თავდასხმები ერთმანეთთან კავშირშია.
