კენედების „სიყვარულის ისტორია“
კენედების ცნობილი ოჯახი კიდევ ერთი რეჟისორის შთაგონების წყაროდ იქცა. ამჯერად რაიან მერფი სატელევიზიო სერიალში ჯონ კენედი უმცროსისა და კეროლაინ ბისეტის ხანმოკლე, მაგრამ დიდი სიყვარულის ისტორიას გვიამბობს. მთავარ როლში ეკრანზე პირველად ვნახავთ პოლ ენტონი კელის, მოუთმენლად ელის მაყურებელი ჯეკი კენედის როლში ნაომი უოთსის გარდასახვასაც. „ჰულუს“ სატელევიზიო სერიალი „სიყვარულის ისტორია“ ციფრულ პლატფორმებზე 12 თებერვლიდან ეტაპობრივად აიტვირთება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
