თბილისის 207-ე საჯარო სკოლაში მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის დრონების მართვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაკვეთილები ტარდება
თბილისის 207-ე საჯარო სკოლაში მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის დრონების მართვისა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაკვეთილები ტარდება. პროექტს მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით ახორციელებს. 207-ე საჯარო სკოლაში არ ისწავლება საგანი „სამხედრო საქმე“, რის გამოც, ეს გაკვეთილები მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მეცადინეობებს მოხალისეთა ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები კვირაში ორჯერ ჩაატარებენ. პროექტის განხორციელება სხვა საჯარო სკოლებშიც იგეგმება.
