ფასების საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციები გრძელდება
ფასების საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციები გრძელდება. პრემიერ-მინისტრი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება შეისწავლის საერთაშორისო პრატიკასაც, რაც ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას უკავშირდება. ხვალიდან მუშაობას იწყებს პარლამენტის დროებითი კომისიაც. პირველ შეხვედრას კომისიის წევრები საკვები პროდუქტების მწარმოებლებთან გამართავენ.
