განათლების რეფორმა
სტუდენტებზე და განათლებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება- ასე აფასებენ ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ეს ორი უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. კონსენსუსის შედეგი განათლების რეფორმის მთავარ პრინციპს უზრუნველყოფს- ეს არის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკური დისციპლინებს და ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას.
