საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა
საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომა დახურული იყო. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა ძალაში დატოვა. ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება სუსის ყოფილ უფროსს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება.
