საქალაქო სასამართლო რვა ოპოზიციონერის ბრალდების საქმეს განიხილავს
საქალაქო სასამართლო რვა ოპოზიციონერის ბრალდების საქმეს განიხილავს. საუბარია მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის საქმეზე. ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე და სამართლის უზენაესობა დაცულია. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა.
