გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ. გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ ახალი გარემოებები გამოავლინა. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა გიგა ავალიანის საქმის მოქმედ პირთა მონაწილეობით გამოვლენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც ილაპარაკა. დგინდება, რომ ისინი, სისტემატურად, ჯგუფურად ძალადობდნენ წინასწარ შერჩეულ ადამიანებზე. საგამოძიებო უწყებამ ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.
