რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ევროპელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ევროპელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ- მათ შორის არის ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯა მელონი. ეს იმ ფონზე, როცა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გამო საქართველოს მწვავედ აკრიტიკებდნენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე კი ევროპული ქვეყნების ლიდერებმა რიტორიკა შეცვალეს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება ახლა მათ დღის წესრიგშია.
