ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ საქართველოს სპორტული კარატეს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ლიმასოლში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ორი ოქროსი და ორი ბრინჯაოსი.ოქროს მედლები კადეტთა შორის სალომე ქაქუთიამ და ომარ გოგრიჭიანმა, ბრინჯაოს მედლები კი ლევან დადეშქელიანმა და ნიკოლოზ აბულაძემ მოიპოვეს. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა მედლების რაოდენობის მიხედვით ახალი ეროვნული რეკორდი დაამყარა, ხოლო სალომე ქაქუთია გახდა პირველი ქართველი ქალი, ვინც ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
