ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, „ლა ლიგის“ 23-ე ტურში ვილიარეალი შინ ესპანიოლს შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, „ლა ლიგის“ 23-ე ტურში ვილიარეალი შინ ესპანიოლს შეხვდა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ვილიარეალისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, „კატალონიელების“ წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მან ანგარიში 35-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გახსნა. 55-ზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 ტურის შემდეგ „ვილიარეალი“ 45 ქულით ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციას იკავებს,მომდევნო ტურში კი 14 თებერვალს სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდება. გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე „ლა ლიგის“ მიმდინარე სეზონში,6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
