აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ბათუმში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებები მოისმინეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკითხების ერთობლივად მოგვარებაზე იმსჯელეს.
