კრემლის პრესმდივანის განცხადება
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში გარღვევა მხოლოდ ანკორიჯში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების დაცვის ფარგლებშია შესაძლებელი. კრემლი სამშვიდობო გეგმის დეტალებზე ღიად საუბრისგან თავს იკავებს, ვიდრე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება არ დასრულდება.
