თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, ხელბურთის სასკოლო სუპერფინალური თამაშები მიმდინარეობს
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, ხელბურთის სასკოლო სუპერფინალური თამაშები მიმდინარეობს. გაირკვევა, რომელი სკოლების გუნდები წარადგენენ საქართველოს , 2026 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ხელბურთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. სუპერფინალში ერთმანეთს 2023, 24 და 25-ი წლების სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონი გუნდები უპირისპირდებიან.
