გლდანის მესამე მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა
გლდანის მესამე მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაო. ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობები მოსახლეობისა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობით, გასულ წლის ბოლოს დაანგრიეს.
