ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს და ასევე უარს იტყვის ევროკავშირის მიერ დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის გადახდაზე
ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს და ასევე უარს იტყვის ევროკავშირის მიერ დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის გადახდაზე. ევროკავშირის მიგრაციის პაქტით, ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, მიიღონ მიგრანტები ან გაიღონ 20 ათასი ევროს ოდენობის ფინანსური შენატანი თითოეული მიგრანტისთვის. ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ შეფასებები კეთდება თბილისში. ამბობენ, რომ ლატვიის მაგალითიც აჩვენებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა გადასახედია, რადგან ის წევრი ქვეყნებისთვისაც კი მიუღებელია.
