იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კი მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კი მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. პრემიერ- მინისტრის, „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ქვედა პალატაში 316 მანდატი მიიღო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. 1996 წლის შემდეგ, ეს „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არჩევნებში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია. ასევე პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში მანდატების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.
