ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის მიგრაციის პაქტთან დაკავშირებით ოფიციალური რიგის პოზიცია დააფიქსირა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის მიგრაციის პაქტთან დაკავშირებით ოფიციალური რიგის პოზიცია დააფიქსირა. ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს და ასევე უარს იტყვის ევროკავშირის მიერ ამის გამო დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმის გადახდაზე. ევროკავშირის მიგრაციის პაქტით, ქვეყნები ვალდებულები არიან მიიღონ მიგრანტები ან გაიღონ 20 ათასი ევროს ოდენობის ფინანსური შენატანი თითოეული მიგრანტისთვის, რომლის მიღებაც არ სურთ.
