დაბა ბაკურიანში, უკანონოდ მიერთებული რამდენიმე ობიექტი გამოვლინდა
დაბა ბაკურიანში, უკანონოდ მიერთებული რამდენიმე ობიექტი გამოვლინდა. შესაბამისად, მათ წყლის მიწოდება შეეზღუდათ. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით მიიღეს, რაც მიზნად ისახავს წყლის რესურსის სამართლიან განაწილებასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უკანონო დაერთებების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
