ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ძმები დააკავეს
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დააკავეს ძმები. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ნარკოტიკს „ალფა პვპ“ - ს ყიდულობდნენ და ინახავდნენ, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავში, კონკრეტულ მისამართზე მათთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
